» » 2018 წლისთვის განჯის საავტომობილო ქარხანა გააფართოებს ტრაქტორი „ბელარუს“-ს წარმოებას.
2018 წლისთვის განჯის საავტომობილო ქარხანა გააფართოებს ტრაქტორი „ბელარუს“-ს წარმოებას.

2018 წლისთვის განჯის საავტომობილო ქარხანა გააფართოებს ტრაქტორი „ბელარუს“-ს წარმოებას. 2018 წლისთვის განჯის საავტომობილო ქარხანა გააფართოებს ტრაქტორი „ბელარუს“-ს წარმოებას.
განჯის საავტომობილო ქარხანასა და მინსკის ტრაქტორის ქარხანას შეუძლიათ გააფართოვონ ხელშეკრულება აზერბაიჯანში ტრაქტორების „ბელარუს“-ის წარმოებაზე 2018 წლის ბოლომდე, განაცხადა განჯის საავტომობილო ქარხნის დირექტორმა - კიამრან ნაზაროვმა.
მან აღნიშნა, რომ განჯის საავტომობილო ქარხანამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენაზე „ბელაგრო-2018“, რომელიც გადიოდა მინსკში.
ნაზაროვის თქმით, გამოფენის ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართა მინსკის ტრაქტორის ქარხნის გენერალურ დირექტორთან ფიოდორ დომოტენკოსთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა აზერბაიჯანში წარმოებული ტრაქტორების მოდელირების გაფართოების საკითხები, აგრეთვე ტრაქტორების რაოდენობის გაზრდა, რომლებიც მიმდინარე წელს წარმოებული იქნება განჯაში.
„უახლოეს მომავალში ქარხანა დაასრულებს ტრაქტორების აწყობას წინა ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია 1000 მანქანის წარმოება. აქედან გამომდინარე, ჩნდება კონტრაქტის გაფართოების შესაძლებოლობა მიმდინარე წლის ბოლომდე. ტრაქტორების რაოდენობა, რომელიც ახალი შეთანხმების საფუძველზე უნდა აიწყოს ქარხანაში, განისაზღვრება მოლაპარაკების შედეგად“, - განაცხადა ნაზაროვმა.
ქარხნის დირექტორმა აღნიშნა, რომ ასევე განიხილეს ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქტებისა და ტექნოლოგიების წარმოების პროექტი, მესამე ქვეყნებში არსებული ბაზრების ხელმისაწვდომობა, რომელიც ითვალისწინებს თურქეთში ქარხნის მშენებლობას.
„ახალი საწარმოს მშენებლობა დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს. სამშაბათს თურქეთში ქარხნის მშენებლობის ადგილი მოინახულა რაიონის გუბერნატორმა კირიკალე ილკერ ხაკტანკაჩმაზემ, რომელიც შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო“, - განაცხადა ნაზაროვმა.
გასული წლის ბოლოს განჯისა და მისნკის ქარხნებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის სტრატეგიულ შეთანხმებას, რომელმაც აზერბაიჯანის საწარმოს შესაძლებლობა მისცა თურქეთში წარმოების შექმნისათვის.