» » დღეის მდგომარეობით, განჯის საავტომობილო ქარხანაში შეიქმნა
დღეის მდგომარეობით, განჯის საავტომობილო ქარხანაში შეიქმნა

 დღეის მდგომარეობით, განჯის საავტომობილო ქარხანაში შეიქმნა დღეის მდგომარეობით, განჯის საავტომობილო ქარხანაში შეიქმნა 10000 ბრენდის სხვადასხვა ტრაქტორები, რომელთაგან 8466 ტრაქტორი სახელმწიფო დაკვეთით გადაეცა ს/ს „აგროლიზინგს“. ამის შესახებ განაცხადა საავტომობილო ქარხნის დირექტორმა კიამრან ნაზაროვმა, ტრაქტორების ინსპექტირების დროს, ს/ს „აგროლიზინგის“ რეგიონთაშორისი მიწოდების ბაზაზე.

"მიმდინარე წელს ს/ს "აგროლლიზინგ"-თან ხელი მოვაწერეთ ახალ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში ვაწარმოებთ და გადავცემთ ს/ს „აგროლიზინგს“ 1000 ტრაქტორს და 700 მისაბმელს ტრაქტორებისათვის. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის წარმოების ხარისხის კონტროლის მიზნით, ჩვენს საწარმოში შეიქმნა ჯგუფი ს/ს „აგროლიზინგისა“ და „განჯის საავტომობილო ქარხნის“ სპეციალისტებისგან. ჩვენ ვცდილობთ, რომ ფერმერები და მეწარმეები კმაყოფილები დარჩნენ ქარხანაში წარმოებული ტექნიკის ხარისხით", - განაცხადა ნაზაროვმა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სეიფადდინ ტალიბოვმა, ს/ს „აგროლიზინგის“ მმართველობის თავმჯდომარემ ელშან მამედოვმა.
შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ტრაქტორის მოდელის Х 80 დათვალიერება, რომელიც წარმოებული იყო ს/გ „განჯის საავტომობილო ქარხანაში“ და ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ს/ს „აგროზლიზინგისს“.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის ყველა რეგიონის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტრაქტორების მიწოდების გაუმჯობესება მუდმივად სახელმწიფო მეთაურის ილჰამ ალიევის ყურადღების ცენტრშია, მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.
"დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა რეგიონი აღჭურვილია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საჭირო სათანადო ტექნიკით. ჩვენი თანამშრომლობა განჯის საავტომობილო ქარხანასთან გრძელდება. სამუშაოების ფარგლებში, რომელიც მომავალში განხორციელდება მებაღეობისა და მევენახეობის განვითარებისათვის, დაგეგმილია მცირე ზომის ტრაქტორების და სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მცირე ზომის აგრეგატების შეძენა", - განაცხადა ტალიბოვმა.
შეხვედრის დროს, განიხილეს საკითხები ორმხრივი თანამშრომლობის, ტექნოლოგიების დახვეწის, ახალი მოდელების აწყობის შესახებ, ასევე სამომავლო სამუშაოები.